ელფრიდე იელინეკის “საყვარლები”

“საყვარლები” – ასე ჰქვია ელფრიდე იელინეკის ერთ-ერთ ნაწარმოების რომლის კითხვაც დღეს დავამთავრე… ყოველგვარი რეცენზიისა და რჩევის გარეშე ავარჩიე წიგნი უბრალოდ ხელი დავტაცე ბიბლიოთეკაში და წამოვიგე. მინდა აღვნიშნო რომ საკმაოდ უგულოდ დავიწყე კითხვა, მაგრამ ნამდვილად სასიამოვნო გაოცება შემახმა სახეზე როცა რამოდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე რომ იმაზე კარგი  წიგნი “ვითრიე” ვიდრე ველოდი…

Image

უაღრესად გროტესკული, ლამის სარკაზმამდე მისული იელინეკისეული სოციალური ყოფის აღწერა მართლაც რომ შთამბეჭდავი წასაკითხია და მკითხველს მაშინვე ჩაგითრევს.. უბრალოდ შეუძლებელია არ დაფიქრდე იმ საკითხებზე რომლის აღწერას და გამათრახებსაც ასე ოსტატურად ახერხებს მწერალი… შეიძლება ეგზისტენციალური  პრობლემების  გადაწყვეტაში ვერ დაგეხმაროთ მაგრამ ჯერ კიდევ ეჭვის ქვეშ მდგარი ბევრი სოციალური საკითხის გადაფასებაში  კი ნამდვილად წაგეხმარებათ.

Image

მწერალი ისე ოსტატურად აღწერს და დასცინის მთელ ჩვენს ყოფას და იმ სოციალურ გაცვლა-გამოცვლას რომელიც თითქმის ჩვენი ყოფის უცვლელ შემადგენელ ნაწილად იქცა  რომ რთულია გულგრილად დახურო და გვერდზე გადადო წიგნი… საოცარი შედარებები, ორიგინალური წერის მანერა და სტილი იმთავითვე მოგხიბლავთ.

 

Image

წიგნის ბოლო ყდაზე ასეთი რაღაც წერია ‘’თუმცა მოქმედება ვითარდება ავსტრიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში, ამ რომანის გმირებში მაინც ძალიან ბევრი ქართველი ამოიცნოს თავის თავს“ და მერწმუნეთ ეს ნამდვილად ასეა…

მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაჯანჯლო უბრალოდ წაიკითხეთ ეს, ჩემი აზრით მეტად ორიგინალური და  ცოტა არ იყოს უცნაური ნაწარმოები და თავად გამოიტანეთ დასკვნები ღირდა თუ არა თქვენი ცხოვრების რამოდენიმე საათის ამ წიგნზე დახარჯვა…

(მე პირადად ასეთი ორიგინალურ სტილში დაწერილი ნაწარმოები პავიჩის მერე არ წამიკითხავს :))

Leave a comment

Filed under ლიტერატურა, ლიტერატურული განხილვა, შემოიხედე და წაიკითხე :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s